გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში არ არის ნახსენები „ჰამასი“.
„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ტერორისტებს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის”, – აღნიშნა ერდანმა.
კენჭისყრის წინ აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა: ”ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო შემთხვევაში დროებითია და უარეს შემთხვევაში საშიში იქნება ისრაელელებისთვის, რომლებიც მოექცევიან უწყვეტი თავდასხმების ქვეშ, რაც ასევე სახიფათო იქნება პალესტინელებისთვის, რომლებიც იმსახურებენ შანსს, რომ ააშენონ უკეთესი მომავალი, „ჰამასისგან“ გათავისუფლების შემდეგ”.