13 დეკემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები კიევს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხნენ. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს განცხადებით, დაახლოებით ღამის სამ საათზე მტერმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა, სავარაუდოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა. მისი თქმით, რაკეტების რაოდენობასა და ტიპს საბოლოოდ საჰაერო ძალები განსაზღვრავენ.
საჰაერო თავდაცვის სამუშაოების შედეგად, ნამსხვრევები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ჩაცვივდა.
დარნიცკის რაიონში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 400 კვადრატული მეტრის ფრთობს მოედო.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქის დნიპრის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაიწვა ავტომობილები.
ასევე დნიპრის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელი სახლს და ფასადი დააზიანა, რის შედეგადაც სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
დნიპრის რაიონში მტრის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 45 ადამიანი. მათგან 18 საავადმყოფოში გადაიყვანეს, 27 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე ექიმებმა ადგილზე გაუწიეს. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია.