უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე გაათავისუფლეს რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50% და ასევე წარმატებას მიაღწიეს შავ ზღვაში. ”ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ უპირატესობა ცაში, ეს გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს 2024 წელს. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მას სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნეს.
„დღეს ბევრი ველაპარაკე ორივე პარტიის წარმომადგენლებს: დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს, რომ სრულად გვიჭერენ მხარს. ვნახოთ, მანამდეც ყოველთვის გვჯეროდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – შეერთებული შტატების მხარდაჭერის. ჩვენ ვისურვებთ, რომ ასე გაგრძელდეს და უკრაინა მარტო არ დარჩეს ისეთი ავტოკრატიული ტერორისტის წინააღმდეგ, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბევრი რამ მოისმინა.
"მე ვგრძნობ მხარდაჭერას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან. დღესაც ვიგრძენი ეს სენატორებისგან. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ვისაუბრეთ სპიკერთან. ყველა ეს სიგნალი იყო და ეს სიგნალები უფრო მეტად დადებითი ოყო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არის სიტყვები, და არის კონკრეტული შედეგი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნება შესანიშნავი შედეგი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"ტერიტორიების დათმობა სრული სიგიჟეა. ეს არ არის ქრისტიანული. ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, რომლებსაც კლავენ და აუპატიურებენ. ტერიტორიების დათმობა ნიშნავს შვილების დათმობას. მზად არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, თავისი შვილები ტერორისტებს გადასცენ? - განაცხადა ზელენსკიმ.