მოსკოვიდან დაბრუნებული "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
ბურჯანაძე ამბობს, რომ უწმიდესთან მისი საუბრის თემა მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრის დეტალები იყო.
ბურჯანაძემ ილია მეორეს ილორის წმიდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით პატრიარქ კირილის პოზიცია გააცნო. მისი თქმით, რუსთის პატრიარქი მზად არის, თავიდან გაეცნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ფაქტებს და სათანადო რეაგირება მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქი მზადაა ილორის წმინდა გიორგის ტაძარს პირველადი სახე დაუბრონოს, თუკი "ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდება". ამის შესახებ ინფორმაციას ბურჯანაძის პრესსამსახური ავრცელებს.