სამშენებლო კომპანია "განის" მშენებლობაზე უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა.
შემთხვევა ქეთევან წამებულის 71-ში მშენებარე მშენებარე კორპუსში მოხდა. მაღალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად 28 წლის გიორგი ჩაჩანიძე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე წინასწარი ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილის ორი ძმა და მამა ამავე მშენებლობაზე მუშაობენ. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა იყო.