შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის კლუბს „ფატიჰ კარაგიუმრუკს“ გაწვრთნის. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გაავრცელა.
შოთა არველაძემ 2022 წლის 30 სექტემბერს ინგლისური ჰალ სიტი დატოვა.
50 წლის არველაძის სამწვრთნელო კარიერაში კარაგიუმრუკი მეშვიდე გუნდი იქნება. შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდურ „ალკმაარში“ (2008–2010) ასისტენტის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ საქმიანობდა, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს „ჰალ სიტს“ ავარჯიშებდა.