ევროპული საქართველოს ლიდერი, აკაკი ბობოხიძე ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ თემურ კარბაიას მკვლელობას ეხმიანება.
ბობოხიძე პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეჟიმთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს.
"პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ პასუხიმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც იმ დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, რომელიც ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს.
ევროპულმა საქართველომ თავის დროზე წარვადგინეთ იმ სამოქმედო ბერკეტების ნუსხა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში ექნებოდა საშუალება დაიცვას არათუ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიც კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე".- აცხადებს ბობოხიძე.