სოციალურად დაუცველი მოქალაქეები "ნუგეშის" ჯიხურებით სარგებლობისას ყოველ 20 ლარზე 3 ლარს ზოგავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ყველა ადამიანი, რომელიც სოციალურად დაუცველის ბარათით სარგებლობს, პროდუქტებს 15-20 %-ით იაფად ყიდულობს. ამით ის ყოველ 20 ლარზე 3 ლარს ზოგავს. გადახდა წარმოებს ბარათით", - განმარტა უგულავამ, რომლის თქმითაც, აღნიშნული ბარათით თბილისში სულ 500 ათასი ადამიანი სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ცალკეულ უბნებში ახალი ჯიხურები "ნუგეში" დეკემბრიდან გამოჩნდა.