თუ უკრაინის საკითხი დაიბლოკა, საფრთხე იმის, რომ საქართველოს საკითხიც ავტომატურ რეჟიმში დაიბლოკება არის ძალიან რეალისტური, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„თუ უკრაინის საკითხი დაიბლოკა, საფრთხე იმის, რომ საქართველოს საკითხიც ავტომატურ რეჟიმში დაიბლოკება არის ძალიან რეალისტური, მაგრამ არსებობს მთელი რიგი წევრი სახელმწიფოები ევროკავშირში, რომლებიც გამოთქვამენ სკეპტიკურ დამოკიდებულებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირობებში კანდიდატის სტატუსის გაცემაზე, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხის პოზიცია დაარწმუნებს ყველა სკეპტიკოს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭერბას, მიუხედავად რუსული ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკისა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.