"ლიბერთი ბანკი" "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ბრენდად დასახელდა.
კვლევა საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა. სულ 2600 ადამიანი გამოიკითხა, რომლებმაც საუკეთესო ბრენდად "ლიბერთი ბანკი" დაასახელეს.
აღნიშნულ ნომინაციაში სულ 4 ნომინანტი იყო: კომპანია "ბარამბო"; "ლიბერთი ბანკი"; კომპანია "სილქტივი" და "ტექნობუმი".
დაჯილდოების ცერემონიალი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.
ღონისძიების სპონსორები კომპანია WE ARE, "ითი" და "არტ ფლორ დიზანი" იყვნენ.