წლის კომპანიის ტიტული ფარმაცევტულმა კომპანია "ავერსმა" მოიპოვა.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა და გამოკითხულებს არჩევნის გაკეთება რვა კომპანიას შორის მოუხდათ.
წელს ნომინაციაში "წლის კომპანია" წარგენილი იყო "ავერსი", "ელიტ ელექტრონიკსი",
"ისეთერნ პრომიუშენი", "პროკრედიტ ბანკი", "სოფლის ნობათი", "ჯეოსელი" "თBჩ-ბანკი" და "UGთ". გამოკითხულთა უმრავლესობით, გამარჯვებულად კომპანია "ავერსი" დაასახელა.
დაჯილდობის ცერემონიალს კომპანია "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" და საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყეს. მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიების სპონსორები არიან კომანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება _ შეიქმნა ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი", დაიწყო მასშტაბური პროექტი _ "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა. მსოფლიო დონის კლინიკები უკვე გაიხსნა მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში და თბილისში.