ნომინაციაში წლის პროექტი 2010 გამარჯვებულად დასახელდა "განახლებული ბათუმი" და "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე".
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით დღეს გამართულ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე პრიზები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ავთანდილ დარჩიას "ჯი-ეიჩ-ენის" მთავარმა რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ გადასცა.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა.
ნომინაციაზე "წლის პროექტი" წარდგენილი იყო განახლებული ბათუმი,
მცხეთის რეკონსტრუქცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი _ მედია-კავშირი "ობიექტივი", ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, "ვანოს შოუ" და "შუა ქალაქში".
"ოქროს პერგამენტის" გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიების სპონსორები არიან კომპანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.
დაჯილდოვების ცერემონიალი "ბაგრატიონი 1882"-ის სამეფო დარბაზში გაიმართა.