უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთის ყველა მეზობელი გახდება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების ნაწილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.
მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას.
"ჩემთვის ეს ძალიან აშკარაა. იცვლება როგორც პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გავლენა, ასევე ეკონომიკური და კომერციული გავლენა, ასევე რეპუტაცია და ცენტრალურობა ევროპასა და მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ არსებობს გზა, რომ რუმინეთმა სამუდამოდ გამოაღწიოს ევროპის პერიფერიიდან და გადავიდეს ევროპის ცენტრში“, - განაცხადა ჯოანამ.
მისი თქმით, უკრაინის ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე.
„გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ მეტად პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.