ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება შეერთებულ შტატების მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე ვეტოს დადებას.
ნეთანიაჰუმ აშშ-ს პოზიციას „სწორს“ უწოდებს და ამბობს, რომ „სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია ერთის მხრივ „ჰამასის“ განადგურების მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ომის შეწყვეტისკენ მოწოდება, რაც ხელს შეუშლისჰამასის“ ლიკვიდაციას“.
„ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ განადგურებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.