გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამის დირექტორის მოადგილე კარლ სკაუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს და 10-დან 9 ადამიანი ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ღაზის სექტორის საზღვრები დაიკეტა, რამაც მკვეთრად შეზღუდა ჰუმანიტარული მარაგის მიწოდება, რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული ამ ტერიტორიების მოსახლეობა.
რჩება ღია მხოლოდ ეგვიპტის საზღვარზე რაფაჰის გამშვები პუნქტი, საიდანაც ღაზაში დახმარება შედის.
სკაუმ თქვა, რომ გაერო-ს თანამშრომლები მზად არ იყვნენ ასეთი „საშინელების, ქაოსისა და სასოწარკვეთისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას შვიდდღიანი ზავი ს დროს ღაზაში შევისა უკიდურესად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება, გაერო ამტკიცებს, რომ სულ მცირე კიდევ ერთი საგუშაგო უნდა გაიხსნას სექტორის საზღვარზე.
ამ კვირაში ისრაელი დათანხმდა ქერემ შალომის გადასასვლელის გახსნას უახლოეს დღეებში, მაგრამ მხოლოდ ჰუმანიტარული მარაგების გადამზიდავი სატვირთო მანქანების შესამოწმებლად, რომლებიც შემდეგ ღაზაში მაინც რაფაჰის გადასასვლელით უნდა შევიდნენ.
ისრაელის თავდაცის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰეხთმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი სიკვდილი ან ტანჯვა, რომელსაც განიცდის მშვიდობიანი მოსახლეობა, მტკივნეულია, მაგრამ მათ სხვა ალტერნატივა არ აქვთ.
”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მივაწოდოთ ღაზის სექტორს, მაგრამ ისრაელი იძულებულია გააგრძელოს ავიადარტყმები ღაზაში „ჰამასის“ გასანადგურებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად, - განუცხადა მან BBC-ს.