ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ნიკა მელიას შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უნიკალური თვისება, ყველა კრიზისიდან გამოვიდეს გამარჯვებული.
„რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ამას ანახებს დრო, არჩევნები და ამომრჩეველი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველა წასული ადამიანი დანაკლისია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ, ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 11-წლიან ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ განვითარდა, გაძლიერდა. პარტიას აქვს უნიკალური თვისება, ყველა კრიზისიდან გამოვიდეს გამარჯვებული და ყველა კრიზისი აქციოს შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ესეც იქნება მეტი მოტივაცია და კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, მეტი განვითარება. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ როლს ითამაშებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას, თუნდაც შიდაპარტიულს, განიცდის ისე, რომ ბოღმის კონტროლს ვერ ახერხებს და შეცდომას უშვებს.
"ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით. ვწუხვარ და ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას, თუნდაც შიდაპარტიულს, განიცდის ისე, რომ ბოღმის კონტროლს ვერ ახერხებს და შეცდომას უშვებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.