მურთაზ ზოდელავა “ერთიან ნაციონალური მოძრაობაs” ტოვებს. მისი თქმით, "ნიკა მელიას მოძრაობას" უერთდება. ამის შესახებ ზოდელავამ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის უთხრეს, რომ ის პარტიაში საჭირო არაა.
მურთაზ ზოდელავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. მისი თქმით, "ნიკა მელიას მოძრაობას" უერთდება. ამის შესახებ ზოდელავამ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ნიკა მელიას მოვუსმინე და ცხადია, ეს მოლოდინი მქონდა. დავინახე შესაძლებლობა, რომ იმ პროცესში ჩავერთო, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ მოძრაობას ვუერთდები, ეს ჩემი გულწრფელი სურვილია. აქ რომ ვუერთდები, იმას ნიშნავს, რომ ამას [„ნაციონალური მოძრაობას“] ვტოვებ". - თქვა ზოდელავამ.
ნიკა მელიამ გუშინ, 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.