ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია, ასეთი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„გუშინ საზოგადოებამ იმ 8-9-თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო – ყველაფერი კეთდებოდა, რომ პარტიისთვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ, საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია. ასეთი ფაქტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.