საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ელისეის სასახლეში შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირის სამიტამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი უნდა განიხილონ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კომპრომისის მოსაძებნად მიიწვია. ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ესპანელ კოლეგასთან პედრო სანჩესთან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე.