ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტს მაია კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა თავად აშშ-ის ელჩის ინიციატივით მოეწყო და მას პედაგოგთა პროფკავშირის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო პროფკავშირის მიზენსა და ამოცანებს, ასევე, სპმთპ-ის პრეზიდენტის ხედვას ორგანიზაციის წინაშე არსებული შიდა და გარე გამოწვევებისა და პედაგოგთა ინტერესების დაცვის შესახებ. შეხვედრა დახურული ფორმატში გაიმართა.
როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, სპმთპ-ის წარომადგენლები მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავად ელჩის მიწვევით. მან განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სპმთპ-ის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და პროფკავშირს. ელჩის თქმით, ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით, პედაგოგთა ინტერესების გათვალისწინებით.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედი დესტრუქციული ძალებისა, იგი პედაგოგებთან ერთად განახორციელებს სპმთპ-ის წესდებისა და მისი პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.