აქტიური საომარი მოქმედებების გარდა, რომელსაც ისრაელის ჯარები აწარმოებენ ღაზის სექტორში, მუდმივი ცეცხლი გრძელდება ისრაელის მოსაზღვრე ლიბანთანაც, საიდანაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დარტყმებს ახორციელებს ისრაელის ტრიტორიაზე, ხოლო ისრაელის თვადცვის ძალებსლიბანის ტერიტორიაზეარსებულ პოზიციებზე იერიშები მიაქვს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ხუთშაბათს ლიბანიდან გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შედეგად ისრაელის მცხოვრები დაიღუპა.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები ისმოდა ისრაელ-ლიბანის საზღვარის მიდამოებში.
ამ ინფორმაციების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლა“ გააფრთხილა.
„თუ „ჰეზბოლა“ დაუშვებს შეცდომას, ეს გამოიწვევს ბეირუთისა და სამხრეთ ლიბანის გადაქცევას ღაზად და ხან-იუნისად“, - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ X-ში.
მედია აღნიშნავს, რომ „ჰეზბოლა“ დიდი გავლენით სარგებლობს ლიბანში და მისი ძალები ყველაზე ძლიერი შეიარაღებული სტრუქტურაა ქვეყანაში.