ცუდად გადაირბინა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც არის უკვე ღალატის სიმბოლოდ ქცეული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცების მარშზე - „შენი ხმა ევროკავშირს“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უერთდება.
მამუკა მდინარაძემ მარშს თვალთმაქცობა და ფარისევლობა უწოდა.
"როდესაც შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან არიქა მოგვეცი სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს. სამწუხარო იცით რა არის, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ პრეზიდენტი აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტი რომ არის და სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი, სალომე ზურაბიშვილიც რომ ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. ფარისევლობაში ხომ არ შევუერთდები?! არა, ფარისევლობაში არ შევუერთდები. ცუდად გადაირბინა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც არის უკვე ღალატის სიმბოლოდ ქცეული, ძალიან ცუდად გადაირბინა და სწრაფად გადაირბინა, ამ როლში, და მეც მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდად დარბის ამ გაგებით",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.