რა წარმატებაც აქვს საქართველოს ევროპულ გზაზე, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში აქვს მოპოვებული. რაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ, დღის წესრიგი ჩამოეშალათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერი მომართული ჰქონდათ იქითკენ, რომ ევროკომისია გამობრძანდებოდა და იტყოდა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ისინი თავიანთ მომხრეებს გამოიყვანდნენ ქუჩაში და მოაწყობდნენ არეულობას, პირდაპირ გაილაშქრებდნენ ხელისუფლებაზე. ეს გეგმა იქმნებოდა დიდი რუდუნებით, ყველა იყო ამაში ჩართული, არასამთავრობო სექტორით დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული. პატიმარი სააკაშვილი თავში ედგა ამ პროცესს. ახლა არ იციან რა გააკეთონ. ეს თემები ახლა ხელოვნურად არის შემოგდებული, იქ ელექტრონული წესით არჩევნებს დაარტყეს, იქით ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას. თურმე მობილური ტელეფონებით შეიძლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს გაყალბების ახალი ნოუ ჰაუა, გაყალბების ოსტატები რომ იყვნენ კი იცით. გვეუბნებიან, რომ შეიძლება ადამიანმა პლანეტის ერთი წერტილიდან საქართველოში მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა მობილურით, ასეთი რამ არსად ხდება, არცერთ საზოგადოებაში და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ცდილობენ როგორმე ამ სათუთ გრძნობებზე ითამაშონ, რომელიც ნებისმიერი ემიგრანტის გულში და სულშია. ე.წ. მოწინავე პარტიაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ნახეთ, პარტია გამოშიგნულია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.