ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს, ამ დროს უკვე შეგვეძლება მივმართოთ ევროკომისიას იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგვიხსნას სრულფასოვანი გაწევრების თაობაზე“, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის აზრი არ აქვს გასაჯაროვდება თუ არა სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაშია გაგზავნილი, რადგან მაინც არ ჩაერთვებიან ამ პროცესში,
„გარეთ 2023 წელია, არც 2011, ან 2007, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ ვარ პასუხისმგებლები ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ევროპული მიმართულებითაც. მათ შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში, რომელიც ინკლუზიური და გამჭვირვალე იქნება. ერთ-ერთ პუნქტი არის ის, რომ პროცესის ინკლუზიურობას შევუწყოთ ხელი და არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთონ, რომელთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ ჯგუფებად არიან გადაქცეული და „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად აქციეს საკუთარი თავი, რაც კოშმარი უნდა იყოს ენჯეო სექტორისთვის, მაგრამ ეტყობა ეს მათი ჰობია ემსახურონ ავაზაკ სააკაშვილს, მაგრამ ეს მათი საქმეა. მალე დაიწყება სამუშო პროცესი. ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს, ამ დროს უკვე შეგვეძლება მივმართოთ ევროკომისიას იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგვიხსნას სრულფასოვანი გაწევრების თაობაზე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.