“ქართული ოცნების“ წევრi ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების ამერიკაში ვიზიტს ეხმიანება.
„დარწმუნებული ვარ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ხაბეიშვილი გაღიმებული დაბრუნდება. რა 2024 წლის არჩევნებზე უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, რომელიც, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი აღარ წარმოადგენს. კაცი მაიკ პენსის, ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოღვაწის თანამდებობას ვერ იმახსოვრებს. ხაბეიშვილს ვინ და რაზე უნდა ელაპარაკოს სერიოზულად. შეიძლება, ამათ შესჩივლონ და თავიანთ ყალბ ნარატივზე ესაუბრონ, რამენაირად გამონახონ დრო თითო ფინჯანი ყავის შესმის დროს, ოღონდ ისიც საჯაროდ, სახალხოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მძლავრი დიპლომატიური კორპუსი ჰყავს საქართველოში როგორც რიცხოვნობით, ისე შინაარსობრივად. არაჩვეულებრივი ელჩი ჰყავთ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების პირით და წყაროთი გაცილებით მეტს შეიტყობენ და აქვთ კიდეც ინფორმაცია, ვიდრე ამას ხაბეიშვილი მოახერხებს ესპერანტოზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.