პოზიცია ჩამოყალიბებულია, საქართველო იმსახურებს სტატუსს, საქართველო არის მოწინავე პოზიციაზე ყველა მაჩვენებლით, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას და განვითარებულ დემოკრატიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საქართველო ძალიან ბევრ ქვეყანას უსწრებს მაჩვენებლებით, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს. ჩვენი რეიტინგები საკმაოდ მაღალია, რომ საქართველოს თემა არ გახდეს სავაჭრო და რაღაც პოზიციების გაცვლა მოხდეს ამასთან დაკავშირებით. გაცილებით უფრო სერიოზულია მსჯელობა ევროსტრუქტურებში, ვიდრე ეს პატარა რაღაცა გაცვლა-გამოცვლის და გარიგებების თემა, რაც სამწუხაროდ უნდა ზოგიერთ მედიასაშუალებას, წარმოადგინოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.