ამ წუთებში "ბაგრატიონი 1882"-ის დარბაზში "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარეობს.
ახალი ამბების სააგენტო GHN წელს ოქროს პერგამენტს 11 ნომინაციაში გასცემს.
წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო.
მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ჩატარდა. რესპოდენტებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ დაესახელებინათ წლის ადამიანი, სხვა ნომინაციებში კი ანკეტებში შეყვანილი იყვნენ კანდიდატები, რომელებიც საინიციატივო ჯგუფებმა და ცალკეულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.
წელს ღონისძიებას "ბაგრატიონი" უმასპინძლებს. ღონისძიების სპონსორები არიან კომანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.