ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ავიჩაი ადრაიმ სოციალურ მედია X-ზე (Twitter) გამოაქვეყნა რუკები არაბულ ენაზე, სადაც ნაჩვენებია ღაზის რაიონები, რომლებიც პალესტინელებმა უნდა დატოვონ, ასევე ის ტერიტორიები, საითაც უნდა გადაადგილდნენ.
ადრაი მოუწოდებს რამდენიმე რაიონის, მათ შორის ჯაბალიასა და შუჯაიას მცხოვრებლებს, გადავიდნენ სხვა რეგიონებში.
სამხრეთ ღაზის რუკებზე ისრებით არის ნაჩვენები, რომ პალესტინელები რამდენიმე რაიონიდან, მათ შორის ხან იუნისთან მდებარე ბანი სუჰაილადან გადავიდნენ თავშესაფრებში რაფაში ეგვიპტის საზღვარზე.