თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის არმიის დანაშაულებრივი ქმედებების გამართლების მცდელობა.
ამის შესახებ ერდოღანმა დუბაიში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ისაუბრა
„ისრაელის აგრესიის შედეგად 16 ათასზე მეტი უდანაშაულო პალესტინელის, ძირითადად ბავშვებისა და ქალების სიკვდილი არ არის გამართლებული“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, კვლავ დადგა პალესტინის სახელმიწფოს შექმნის აუცილებლობის საკითხი.
„ბოლო განვითარებით, 1967 წლის საზღვრების საფუძველზე, ჩვენ კვლავ დავინახეთ დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მნიშვნელობა, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ნებისმიერი პასუხისმგებლობა მის ჩამოყალიბებაში და უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ამჟამად ხდება პალესტინის ექსკლავში, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და არის ომის დანაშაული.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგნენ.