"ქართული ოცნება" არის "ფეოლა" - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებითვის გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განაცხადა და და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გატარებას ცდილობს.
ელისაშვილის თქმით, ევროკავშირის სტატუსის მოპოვებისთვის მნიშვენლოვანია სწორი და რეალური ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ, უშედეგო საუბარი.
"ფეოლა" ხომ გახსოვთ, ფილმი რომ არის. ყველაფერს რომ აკეთებს, გუნდმა რომ წააგოს. "ქართული ოცნება" არის "ფეოლა". როგორც იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟს არ უნდოდა, რომ მის გუნდს რაიმე შედეგი დაედო, არადა ჩემპიონები გახდნენ, ზუსტად ისევეა "ქართული ოცნება". ხვედელიძე არის ქართველი ერი. ეს მოცემულობა გვაქვს. რაც არ უდა ვილაპარაკოთ, რომ ვაიმე, ასეთი ცუდები არიან "ოცნება", გასაგებია, ამ ხალხს სინამდვილეში არ უნდა ევროკავშირში, გულწრფელად არ უნდა ნატო-ში და ეს ხალხი, "ოცნებას" ვგულისხმობ, შესციცინებს რუსეთს", - განაცხადა ელისაშვილმა.