აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის სურვილთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.
როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფება სიხარულით შეხვდა ამ ინიციატივას და გამოაცხადა, რომ ეს მათი მიზანიც და პრიორიტეტიც არის სამომავლო "მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის".
ნონიაშვილის თქმით, ეს ვითარება სინამდვილეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია და ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და რომელიც წარსულში პასუხისმგებელია აფხაზეთში ქართველი ხალხის გენოციდზე.
"ყველა მსჯელობა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტად მონათლოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, რუსეთის როლი გააუბრალოოს და გააქროს, შეგნებულად თუ შეუგნებლად ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება".- აცხადებს ნონიაშვილი.
მისივე თქმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმებზე ზეწოლის ბერკეტებს იყენებდეს მოქალაქეების დასაცავად, ის საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"ხელისუფლება აწმყოში თვალს ხუჭავს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებზე, დატყვევებაზე, მკვლელობაზე, მომავალში “მშვიდობიანი თანაცხოვრების” გაგრძელებისთვის.საქართველოს ხელისუფლება არ დგამს არცერთ ქმედით ნაბიჯს და არ იყენებს არცერთ ზეწოლის ბერკეტს ირაკლი ბებუას და ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლებისთვის; გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნისთვის; გალში აპარტეიდული რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ქართველების გარუსების პოლიტიკის დასრულებისთვის, მათ შორის ადგილობრივებისთვის მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების უზრუნველყოფით.
ევროპულმა საქართველომ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა, ასეთ პირობებში ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება რა ზემოქმედების ბერკეტებს უნდა იყენებდეს და როგორ უნდა სვამდეს საკითხს, ზემოაღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად: - “ტყვეთა გაცვლა”; “რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა” ; “უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა საოკუპაციო რეჟიმისთვის”; “ენგურ-ჰესის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი”(ვრცლად: https://www.europeangeorgia.ge/blogs/irakli-bebuas-gatavisuflebistvis-evropuli-saqartvelos-khedva)".- ამბობს ნონიაშვილი.