უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს კონტროლი 1991 წლის საზღვრზე, მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული ამოცანა - 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა უცვლელი რჩება და მიზნის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ კიევი ისმენს იდეებს „დათმობებზე“ და „რუსეთთან შეთანხმებებზე“, მაგრამ მან კატეგორიულად გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა.
„ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, იგივე უნდა შესთავაზონ თავიანთ მთავრობებს - მისცეს ვინმეს თავისი ტერიტორიის ნაწილი, თავისი ხალხი. დაე, გააკეთოს ეს და ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი ამაზე საუბარი“, - განცხადა კულებამ.
შეკითხვაზე არსებობს თუ არა ფრონტზე სავარაუდო ჩიხი, კულებამ მოკლედ უპასუხა: „ჩიხი არ არსებობს“.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდ შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა ქვეყნებს, დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებაში.
”საუკეთესო გზა, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ბრძოლაში, არის დაეხმაროთ მათ, ვინც ომში იბრძვის. თქვენ აძლევთ იარაღს, ჩვენ ვიბრძვით, ეს არის სამართლიანი გარიგება“, - თქვა კულებამ.