რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან შეერთებისთვის რუსეთი მოლოდვას საპასუხო ზომებით დაემუქრა.
"ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მორიგ მტრულ ნაბიჯს, რომლის მიზანია რუსულ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურება. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ჩვენგან ეს უპასუხოდ არ დარჩება". – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებას ხარი დაუჭირა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიის 62-მა დეპუტატმა. გარკვეულ ინდივიდებზე სანქციების დაწესების გარდა, მიღებული კანონპროექტის მიზანია ოლიგარქებისა და გავლენიანი ბიზნესმენების ბოროტი გავლენის კონტროლიც. ხმის მიცემაზე უარი თქვა ოპოზიცაში მყოფმა პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ.