ისრაელის მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ განაცხადა, რომ მოქმედი ზავი შესაძლოა, კიდევ ხუთი დღით გახანგრძლივდეს ისრაელში პალესტინელ ტყვეებსა და ღაზის სექტორში მყოფ ისრაელელ მძევლებს შორის „სამი ერთზე“ გაცვლის პირობით.
„ჩვენ დავრთეთ ნება გათავისუფლდეს კიდევ 50 პალესტინელი პატიმარი, თუ „ჰამასს“ სურს გააგრძელოს მძევლების გათავისუფლება, რაც ასევე ჩვენი სურვილიცაა. როგორც კი „ჰამასი“ შეწყვეტს მძევლების დაბრუნებას, ჩვენ განვაახლებთ სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“, ვიდრე ის არ გაათავისუფლებს მეტ მძევალს,” - გამაცხადა ეილონ ლევიმ.