“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება და ეს საკითხი არ განიხილება.
თინა ბოკუჩავას თქმით, სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა.
„ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური, უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ამ ადამიანების ლოგიკით, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ? ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.