ევროკომისია უკრაინას 50 მილიონ ევროს გამოუყოფს რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული საპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რათა ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემდგომ ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც ის მიესალმება უკრაინის მიერ შავი ზღვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც საშუალება მისცა საზღვაო ექსპორტის გაგრძელებას.
„ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, ევროკომისია გამოყოფს 50 მილიონ ევროს უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისა და განახლებისთვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.