შეიძლება, მომცეთ საშუალება? ერთი კითხვა მაქვს - შეიძლება ამდენი წლის, 2012 წლის შემდეგ დაივიწყოთ სააკაშვილი? - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ.
„ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 2007 წლის აქციები რუსეთის მიერ იყო მართული, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2007 წლის აქციები იყო სახალხო ბრძოლა.
„სააკაშვილზე სასაუბროდ არ ვარ მოსული. შეიძლება, გაჩუმდეთ და მალაპარაკოთ?! კითხვები უფრო გრძელია, ვიდრე პასუხი“, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს გორში ჩავიდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ის ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც.