ისრაელის საჰაერო ძალებმა უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობის საპასუხოდ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ლიბანიდან გაშვებული რაკეტა, რომელიც მიმართული იყო ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად.
ისრაელის არმიის ცნობით, დრონი არ დაზიანებულა და გააგრძელა მისიის შესრულება.
თუმცა ისრაელის განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა იერიში მიიტანა „ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ლიბანში.
მოგვიანებით, ჩრდილოეთ ისრაელში გაისმა განგაშის სიგნალი ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შესაძლო შეღწევის გამო, საეჭვო საჰაერო სამიზნის მიმართულებით ამოქმედდა ჩამჭრელი საფრენი საშუალება, რასაც განგაშის სიგნალის ხმების მოჰყვა. "ინციდენტი დასრულდა", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.