ესპანეთი არ გამორიცხავს, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ეს უნდა გავაკეთოთ ევროკავშირთან ერთად, მაგრამ თუ ევროკავშირი არ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, მაშინ ესპანეთი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სანჩესმა.
მისი თქმით, „დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროკავშირმა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო“.
გასულ კვირას, ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას, სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარება იქნება.
შვედეთი ევროკავშირში პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც პალესტინა 2014 წელს აღიარა.