კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი გაათავისუფლა.
პალესტინელების გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით მოხდა.
კატარის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ "ჰამასმა“ 13 ისრაელელის გარდა გაათავისუფლა ტაილანდის არა 12, არამედ 10 მოქალაქე და ერთი ფილიპინელი.