კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ჰამასმა“ 13 ისრაელელის გარდა გაათავისუფლა ტაილანდის არა 12, არამედ 10 მოქალაქე და ერთი ფილიპინელი.
მანამდე წითელის ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ღაზაში 24 მძევალი გაათავისუფლეს.
უფრო ადრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი იუწყებოდა, რომ „ჰამასმა“ მძევლად აყვანილი 12 ტაილანდელი გაათავისუფლა.
გათავისუფლებული მძევლების ჯგუფმა უკვე გადაკვეთა რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ეგვიპტეში, სადაც ისინი ისრაელის წარმომადგენლებს გადასცეს.