ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ქართველი ჯარისკაცების რუსეთის ტყვეობაში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეომრებისთვის ეს ძალიან რთული მდგომარეობააა.
„ჩნდება კითხვები, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება და სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის გამოა, რომ ოკუპანტი თავს უფლებას აძლევს პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთოს, იქნება ეს უკანონო დაკავებები, მკვლელობები თუ სხვა.
ირაკლია ბებუას საკითხზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულია, მაგალითად ჩვენ შევთავაზეთ ბევრი წინადადება, თუმცა არცერთი არ იქნა მიღებული და არც შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ ამ მიმართულებით. ამიტომ დიდი იმედი, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება რაიმეს მოახერხებს უახლოს მომავალში, ნამდვილად არ მაქვს“ - თქვა გიგი წერეთელმა.