ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოების საკითხზე არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოკუპანტ რეჟიმზე საერთაშორისო წნეხის შესაქმნელად.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ეს ნაბიჯი პირველებმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გადადგეს და არა საქართველოს ხელისუფლებამ.
„ქართულ ოცნებას აქვს ქმედითი მექანიზმი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა ევროპული საქართველოს ინიციატივით შექმნა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს.
ივანიშვილის რეჟიმის ინტერესში არ არის საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, შესაბამისად, ვიღებთ თამაზ გინტურის მკვლელობას და დატუსაღებულ ირაკლი ბებუასა და ქრისიტინე თალაკაძეს. სწორედ ამიტომ ქართული საზოგადოების უპირველესი მიზანი ქართული ოცნების დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლება უნდა იყოს“ - თქვა თენგო კირთაძემ.