არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ შეძახილი - საქართველოს გაუმარჯოს. ჰოდა, ამიტომ უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის და გავიმარჯვოთ!" - ამის შესახებ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„მოგესალმებით, გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუცია რომელიც მოხდა მიხელ სააკაშვილის ლიდერობით, ეს იყო მოვლენა რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო.
ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის სახელმწიფო რომლის ადგილიც ევროპაშია.
ვარდების რევოლუციის შემდგომ:
დამარცხდა კორუფცია - მხოლოდ პრივილეგირებული ადამიანები იყვნენ მდიდრულად. კეთილსინდისიერი, მშრომელი ადამიანი კი სიღატაკის ზღვარზე.
დამარცხდა კრიმინალი, ქურდული სამყარო და განუკითხაობა - აქაც პრივილეგირებულები იყვნენ ყოველთვის მართლები და მათ შეეძლოთ ყველაფრის კეთება. მათ შორის ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა.
გაიმართა ელექტრომომარაგება - პრივილეგირებულებს ჰქონდათ დენი, წყალი, გათბობა - ხალხი იჯდა სიბნელეში, წყლის, გათბობის და ელემენტარული საჭიროებების გარეშე.
მოწესრიგდა საგზაო და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურული სისტემები.
პრივილეგირებულებს ჰქონდათ საკუთარი ლუქს პალატები საავადმყოფოებში და ხალხისთვის საავადმყოფოში არ იყო წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპი - აშენდა ასობით ამბულატორია და საავადმყოფოები აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, ტექნოლოგიებით.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს ქალაქებს.
გათავისუფლდა აჭარა.
ქრთამისტი, ხელჯოხიანი "გაიშნიკის" ნაცვლად გაჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელიც უსწრაფესად შეიყვარა ხალხმა.
დაობებული, დანესტილი სახმართველობების ნაცვლად, სადაც ასევე ნეპოტიზმით, კორუფციულად ხდებოდა საბუთების მოწესრიგება გაჩნდა იუსტიციის სახლები.
მხოლოდ პრივილეგირებულების შვილები ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ჩაწყობით, ქრთამით ... ვარდების რევოლუციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, მიხეილ სააკაშვილმა მოიტანა ეროვნული გამოცდები და ათიათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით ჩაებარებინა უმაღლესში ყოველგვარი პროტექციის და ჩაწყობის გარეშე.
წვიმდა, თოვდა, არ იყო მინები საჯარო სკოლებში და გათბობის საშუალებად იყენებდნენ "სალიარკის" და შეშის "ფეჩს", მოწესრიგდა ასობით საჯარო სკოლა და მოეწყო ინფრასტრუქტურა.
საქართველო გახდა მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის და მილიონობით ტურისტმა დაიწყო ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში.
ეკონომიკა გაიზარდა 5-ჯერ 7-12 ლარიანი პენსია და სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 10-ჯერ. აღდგა და შენარჩუნდა ასობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ქოცების პირობებში ანგრევენ გელათს, ჯვრის მონასტერს, ქოროღლს - როგორც დუქანს კეტავენ სვეტიცხოველს საკუთარი საჭიროებისთვის.
ვარდების რევოლუციის რეფორმებმა მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოიტანა დემოკრატიის და რეფორმების ტალღა.
მაგრამ მთავარი რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა იყო მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრის და სიამაყის განცდა. რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ წავიდა დრო როდესაც ხალხი ემსახურებოდა მთავრობას, ახლა არის დრო - მთავრობა ემსახუროს ხალხს.
ჩვენ, აქ შეკრებილ ადამიანებს და კიდევ მრავალ ასეულ ათასს საქართველოს მოქალაქეს, გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა რომ საქართველოს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, სრულფასოვანი, წარმატებული, გამარჯვებული ევროპული ქვეყანა.
ეს ორი იდეა უპირისპირდება დღესაც ერთმანეთს:
ერთი არის რუსი ოლიგარქის იდეა: თქვენ ადამიანები არახართ! თქვენ ამ ქვეყნის მესაკუთრეები არახართ! თქვენ არ უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა. თქვენ არ უნდა გინდოდეთ ევროპა და ნორმალური ცხოვრება. თქვენ არ გეკუთვნით წარმატება. თქვენ ბილეთი უნდა აიღოთ და გერმანიაში გაფრინდეთ. რაც არის ესაა და სიღარიბე, შიმშილი თურმე ჩვენი ტრადიციაა. თქვენ უნდა შეეგუოთ მონობას. თქვენ ლაჩრები ხართ და არც არასდროს გქონიათ ისტორია. მე მილიარდერი ვარ და თქვენ არავინ.
და მეორე არის ვარდების რევოლუციის და მიხელ სააკაშვილის იდეა: ჩვენ ვამბობთ საქართველო იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ ვამბობთ და ვიცით როგორ უნდა გახდეს უსწრაფესად საქართველო ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი აეროპორტი უნდა ავაშენოთ სოხუმში ! ჩვენ ვამბობთ, რომ სოხუმი იქნება ევროპაში თითით საჩვენებელი უმაგრესი და წარმატებული ქალაქი, ჩვენ ვამბობთ რომ ავაშენებთ ლაზიკას, სადაც იქნება მინიმუმ 30 მილიარდის ეკონომიკა და დასაქმდება 10 000 ობით ადამიანი, ჩვენ ვამბობთ წყალტუბო თავისი უნიკალური შესაძლებლობებით იქნება ტურისტული ცენტრი. ჩვენ ვამბობთ, რომ გურიაში - მერიაში ავაშენებთ აეროპორტს, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ახალი რკინიგზა თბილისი - ბათუმი, რომელიც დაიფარება 1 საათსა და 10 წუთში. ასევე დააკავშირებს ბაქოს, თბილისს და სტამბულს. ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისთან ახლოს უნდა აშენდეს უზარმაზარი აეროპორტი სადაც ისევე როგორც სტამბულის აეროპორტში აქაც დასაქმდება ასიათასობით ადამიანი და გავხდებით რეალური ჰაბი. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ეკლესია - მონასტრებს ! ქართველი ხალხი იმსახურებს კეთილდღეობას ! ახალ ბათუმს, სიღნაღს, ლაზიკას, პატრულს, თანამედროვე, კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფო სერვისებს, იმსახურებს 10 ჯერ გაზრდილ პენსიას და პერსპექტივას. ახალგაზრდები იმსახურებენ ქრთამის გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრას, მომავალი თაობა იმსახურებს ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს! ნიჭი და შრომა უნდა დაფასდეს.
ქართველი ხალხი იმსახურებს თავს გრძნობდეს სრულფასოვან, შემდგარ, წარმატებულ ერად და ადამიანები თავს გრძნობდნენ სრულფასოვან ადამიანებად.
არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ შეძახილი - საქართველოს გაუ-მარ-ჯოს. ჰოდა, ამიტომ უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის და გავიმარჯვოთ!
უნდა გვახსოვდეს: რამდენიც არ უნდა გვეძახონ რომ ცუდები ვართ, არ გამოგვივა, ვერ შევძლებთ ერთობას, ვერ შევძლებთ ბრძოლას, ვერ შევძლებთ გამარჯვებას და სხვა.
ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით! და ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ უპერსპექტივობა, ჭაობი, კორუფცია, კრიმინალი, ახლაც დავამარცხებთ, ახლაც ავაშენებთ, ახლაც გავაკეთებთ და ახლაც ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძნედილები და ნასწავლები.
დიდება საქართველოს! თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პუტინის ტყვეს და ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - განაცხადა ხაბეიშვილმა.