ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.
"ლატვიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეახსენოს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში იმ საზოგადოებების მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის". - თქვა სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლატვიის სეიმი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მათაც დაუჭირონ მხარი.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ.