დღეს მინსკში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლებთან შედგა. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა.