საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თამაზ გუნტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება, დოკუმენტების შეგროვება, რათა ადრე თუ გვიან, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ გამოძიება. გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბოლოო ჯამში, მიეღწია მართლმსაჯულებისთვის. მართალია, აღსრულება შემდეგ ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.