პარტია „დროას” ლიდერი ელენ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლთან გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები. მისივე თქმით მსგავის შინაარსის პლაკატები გაკრულია “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლდერის ზურაბ ჯაფარიძის სახლთანაც.
"ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ.
4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ", - ნათქვამია „დროას” მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.