საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ომის შემდეგ ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლებას შეუძლია.
„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს“, – აღნიშნა ბორელმა მანამის დიალოგის კონფერენციაზე.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ომის შემდეგ ღაზაში პალესტინის ხელისუფლების როლს.
„თითქმის 40 დღე გავიდა და პალესტინის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტ [მაჰმუდ] აბასს ჯერ კიდევ არ აქვს დაუგმია ეს სიველურე. ეს არის ის, რასაც პალესტინის ხელისუფლება აკეთებს დასავლეთ სანაპიროზე. ის პალესტინელ ბავშვებს ასწავლის, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. ეს არ არის ის ხალხი, ვინც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.