სალომე ზურაბიშვილს უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ საკითხზე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პრეზიდენტის Le Monde-თვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.
როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ყველა სათქმელს დრო და გარემოება ამწიფებს.
“ყველა სათქმელს რაღაცნაირად ამწიფებს გარემოება, დრო, ვითარება. ახლა იმდენად კრიტიკული ფაზაა ქვეყნისთვის, როდესაც საქართველომ გადაწყვეტილება უნდა მოისმინოს ევროპული საბჭოსი. მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერეს. მე ეს არ მიკვირს და არც ის არ მიკვირს, ასეთი გავეშებული შეტევა რომ იყო პრეზიდენტის მიმართ", - განაცხადა ბესელიამ.